მიწოდება

მიწოდება საქართველოს მასშტაბით

მიწოდების ვადები დამოკიდებულია საწყობში საქონლის ხელმისაწვდომობაზე, აგრეთვე თქვენს მიერ არჩეული მიწოდების მეთოდისგან.
თაიგულის შექმნა იწყება შეკვეთის საფასურის გადახდიდან და მიწოდებამდე 5 საათით ადრე.

     ყურადღება!    არასწორად მითითებული ტელეფონის ნომერი, არასრული ან  არასწორი მისამართი შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი შეფერხება შეკვეთის შესრულებაში!  გთხოვთ, ყურადღებით შეამოწმეთ თქვენი პერსონალური მონაცემები რეგისტრაციის და შეკვეთის გაფორმების დროს.

1. ფოსტა (2-8 დღე)

მიწოდების ტრადიციული მეთოდია – ფოსტით მიწოდება.

ეს მეთოდი ხელმისაწვდომია ყველა კლიენტისთვის ჩვენი პარტნიორი «ფოსტის» მეშვეობით.

• ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში ამანათი იგზავნება თქვენთვის უახლოეს საფოსტო განყოფილებაში.

• საწყობიდან ამანათის გაგზავნის შემდეგ თქვენ მიიღებთ ელექტრონულ წერილს ნომრით.

• საფოსტო განყოფილებაში ამანათის მიღების შემდეგ თქვენ მოგივათ შეტყობინება და შეგიძლიათ ჩაიბაროთ ამანათი.

 2. საკურიერო მომსახურება (1-8 დღე)

საკურიერო სამსახური - შეკვეთების მიღების ყველაზე მოსახერხებელი გზაა.

 კურიერისთვის ამანათის გადაცემის შემდეგ, თქვენ მიიღებთ   sms/e-mail  შეტყობინებას - «შეკვეთა მიწოდების პროცესშია» – მანქანა თქვენი შეკვეთით გამოსულია მითითებულ მისამართზე. თქვენ დაგიკავშირდებიან მიწოდების დეტალების დაზუსტებისთვის. მიტანა შეიძლება განხორციელდეს სახლის კარებამდე. შეკვეთის მიმღბისთვის ჩაბარების შემდეგ თქვენ მიიღებთ sms/e-mail  შეტყობინებას «შეკვეთა მიწოდებულია».

თუ შეკვეთის გაფორმების მომენტში ყველა შერჩეული ნივთი ხელმისაწვდომია, ჩვენ მოგაწვდით შეკვეთას 1 – 5 დღის განმავლობაში, რაც დამოკიდებულია მანძილზე და მიწოდების არჩეულ მეთოდზე.

მიწოდების საფასური დამოკიდებულია თქვენი რეგიონის სიშორეზე და მიწოდების არჩეულ მეთოდზე.

70 ლარის ზემოთ შეძენის შემთხვევაში მიწოდება თბილისის მასშტაბით უფასოა.

მიწოდების ღირებულების გამოთვლა ხდება შეკვეთის გაფორმებისას. თბილისის გარეთ მიწოდების საფასური უნდა გაარკვიოთ მენეჯერთან.

თაიგულის მიტანას ვანხორციელებთ იმავე დღეს თუ შეკვეთა იყო მიღებული 15:00 საათამდე, მხოლოდ თბილისის მასშტაბით. შეკვეთები, რომლებიც იყო მიღებული 15:00 საათის შემდეგ შესრულდება მეორე დღეს. თაიგულის შექმნა იწყება შეკვეთის საფასურის გადახდიდან და მიწოდებამდე 5 საათით ადრე.

თუ თქვენ მიიღეთ  sms/e-mail  შეტყობინება «შეკვეთა არ იყო მიწოდებული, საჭიროა დაზუსტება», ესე იგი მიწოდების დღეს მიმღებთან საქონელი არ იყო მიწოდებული შემდეგი მიზეზების გამო:

• განაცხადში იყო მითითებული არასწორი მისამართი.

• 20 წუთის განმავლობაში მიმღების არყოფნა მითითებულ მისამართზე და მიმღებთან და შემკვეთთან კავშირის უქონლობა.

• მიმღებმა მიწოდებულ საქონელზე უარი თქვა.

ამ შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ საიტის ადმინისტრატორს  პირადი კაბინეტიდან ან ტელეფონით.

   მიწოდება ხორციელდება 09:00-დან 22:00 საათამდე. მიწოდების სხვა დრო ითვლება როგორც დამატებითი მომსახურება და შეკვეთის საფასურს ემატება გადახდა 15 ლარის ოდენობით.

  

დამატებითი მომსახურება

მიწოდება ქ.თბილისის ნებისმიერ მეტროს სადგურთან 09:00-დან 22:00 15 ლარი
მიწოდება ქ.თბილისის აეროპორტში 25 ლარი
მიწოდების ფოტო (გამოგიგზავნით e-mail, WhatsApp,Viber-ზე)

უფასოა