როგორ შევუკვეთო

  Внимание! Настоящие Условия продажи товаров, а также информация о Товаре, представленная на Сайте, являются публичной офертой.

Настоящая Оферта (далее по тексту – Договор) является официальным предложением Продавца в адрес любого Покупателя заключить договор купли-продажи Товара на изложенных условиях. Настоящий Договор, с целью обеспечения свободного к нему доступа, опубликован на сайте www.liana.geНажатие кнопки Оформить Заказ и получение в ответ на е-mail ордера Заказа, проведение оплаты  в один клик в  соответствии со сделанным Заказом считается акцептом Покупателя, т. е. Договор считается заключенным и Покупатель ознакомлен и согласен со всеми существенными условиями Договора.

ჩვენს მაღაზიაში შესაძენათ საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია და შექმნათ პირადი კაბინეტი. პირად 

კაბინეტში თქვენ შეგიძლიათ ნახოთ კალათის შიგთავსი,შეკვეთის სტატუსი, თქვენი შეკვეთების ისტორია აგაგრეთვე შეგიძლიათ გაამეოროთ ან გააუქმოთ შეკვეთა, გამოიწეროთ მაღაზიის სიახლეები.

  1. შეკვეთის გაფორმება

ინტერნეტ-მაღაზიაში შეკვეთა რამოდენიმე ეტაპს გადის, რომელთაგან თითოეულს მინიჭებული აქვს ცალკეული სტატუსი. პირად კაბინეტში შეგიძლიათ შეამოწმოთ რა ეტაპზეა თქვენი შეკვეთა. მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგივათ ტელეფონზე და ელექტრონულ ფოსტაზე, რომელიც მიუთითეთ შეკვეთის გაფორმებისას.

პირად კაბინეტში შეკვეთის სტატუსების ახსნა

  • «დაელოდეთ შეკვეთის დადასტურებას, ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათასეთ შეტყობინებას თქვენ დაინახავთ პირადი კაბინეტის გვერდზე, შეკვეთის გაგზავნის შემდეგ.

  • «შეკვეთა მიღებულია» –

თქვენ მიიღებთ sms/e-mail- ინფორმაციით შეკვეთის შესახებ. ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ შეკვეთის გაკეთების დროს პირად კაბინეტში მითითებულ კონტაქტებზე,  გაარკვევს დეტალებს, შეათანხმებს გადახდის მეთოდს და ..


  • «შეკვეთა გადაცემულია შესასრულებლად» – ჩვენ დავიწყეთ თქვენი შეკვეთის შესრულება.

ამ ეტაპზე ჩვენ ვარეზერვირებთ საქონელს, ვამოწმებთ საქონლის და შეფუთვის ხარისხს, ვამზადებთ მისამართზე გადასაგზავნად. თქვენ მიიღებთ sms/e-mail- ინფორმაციით შეკვეთაზე, მიწოდების მოსალოდნელ თარიღზე და შეკვეთის მზადყოფნაზე.


  • «შეკვეთა მიწოდების პროცესშია» – მანქანა თქვენი შეკვეთით გამოსულია მითითებულ მისამართზე.

ამ ეტაპზე ჩვენ ვახორციელებთ საქონლის მიტანას მიწოდების მისამართზე (მისამართი, რომელიც მითითებულია თქვენს შეკვეთაში). ჩვენი კურიერი დაელოდება მიმღებს შეხვედრის ადგილას 20 წუთის განმავლობაში .

  • «შეკვეთა მიწოდებულია» – მადლობას გიხდით შეძენისთვის! კვლავ გელით!

  • «შეკვეთა არ იყო მიწოდებული, საჭიროა დაზუსტება» – მიწოდების დღეს საქონელი არ იყო გადაცემული მიმღებს და დაბრუნდა საწყობში, დაელოდეთ ჩვენი ოპერატორის ზარს.

შეკვეთა შეიძლება არ იყოს მიწოდებული რამოდენიმე მიზეზის გამო, მაგალითად, მიმღები არ დაგვხდა სახლში და თქვენთან დაკავშირება ვერ შევძელით ან მიმღებმა შეკვეთაზე უარი თქვა. ასეთ შემთხვევებში ჩვენ აუცილებლად დაგირეკავთ შემდგომი ქმედებების გასარკვევად.


    • «შეკვეთა გაუქმებულია შემკვეთის მიერ» – ჩვენ მივიღეთ თქვენგან მოთხოვნა და გავაუქმეთ შეკვეთა.

თქვენ მიიღებთ sms/e-mail- შეკვეთის გაუქმების შესახებ. პირად კაბინეტში არასანქცირებული წვდომის თავიდან აცილების მიზნით ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ.


   საქონლის შერჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს კალათაშისაქონელი კალათას დაემატება.

თუ თქვენ დაასრულეთ შერჩევა, დააწექით ღილაკს შეკვეთის გაფორმება. თქვენი შეკვეთის გვერდზე, პირად კაბინეტში იქნება ჩამოთვლილი ყველა შერჩეული საქონელი, მისი რაოდენობა, შეკვეთის ღირებულება მიწოდებით, მიმღების სახელი, ტელეფონი, მიწოდების მისამართი, შეკვეთის ნომერი.

ველში რაოდენობა თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საქონლის რაოდენობა.

სვეტში ქმედებები შეგიძლიათ შემდეგი ოპერაციების განხორციელება: საქონლის ამოღება კალათიდან ან მომავლისთვის შეკვეთა.

შეკვეთის ბლანკის შევსების შემდეგ დააჭირეთ ღილაკს «გაგზავნა», გვერდზე გამოჩნდება შეტყობინება «დაელოდეთ შეკვეთის დადასტურებას, ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ

2.  შეკვეთის დადასტურება    

შეკვეთის განთავსების მერე, გარკვეული დროის შემდეგ (როგორც წესი, ერთ საათში), თქვენ დაგიკავშირდებათ ჩვენი მენეჯერი. მასთან შეგიძლიათ შეათანხმოთ მიწოდების ზუსტი დრო და ვადები, აგრეთვე დააზუსტოთ პირად კაბინეტში მოხსენიებული დეტალები  და დარწმუნდეთ შეცდომების არარსებობაში.

თქვენ მიიღებთ  sms/e-mail  შეტყობინებას «შეკვეთა მიღებულია».

   შეკვეთის ორდერი უნიკალური ნომრით გაიგზავნება თქვენს e-mail-ზე, რომელიც იყო მითითებული შეკვეთის განთავსების დროს.

     მაგალითი:

                                        შეკვეთა № ****** __. __. 2019 .

შეკვეთის შემადგენლობა:

საქონლის

დასახელება

რაოდენობა

ერთეულის ფასი/ ₾

ხელმისაწვდომობა

თაიგული

1.00 .

150

ხელმისაწვდომია

პალანტინი

1.00 .

300

ხელმისაწვდომია

მიწოდება

0

შეკვეთის ღირებულება

450

სულ გადასახადი

450

შემკვეთა:

გვარი, სახელი ____________

თქვენი email — *****@*****

თქვენი ტელეფონი — +995*******,

მიწოდების მისამართითბილისი, _________ქუჩა,  სახლი ___, ბინა ___.

გადახდის მეთოდი: ნაღდი ანგარიშსწორება, უნაღდო ანგარიშსწორება,  საბანკო ბარათი                                                                                          

მიმღები:  სახელი__________გვარი___________                           მიწოდების თარიღი და დრო   00-00  __.__.2019.

გადაცემის ფოტოანგარიში: კი // არა   

მოცემული შეტყობინების მიღება ადასტურებს შეკვეთის გაფორმების დასრულებას.

  თქვენ შეგიძლიათ ადევნოთ თვალი შეკვეთის შესრულებას პირად კაბინეტში. შესასვლელად საჭიროა შეიყვანოთ საიტ www.liana.ge- მომხმარებლის სახელი და პაროლი.

გთხოვთ, საიტის ადმინისტრაციასთან მიმართების შემთხვევაში აუცილებლად მიუთითეთ თქვენი შეკვეთის ნომერი №****** .

    თქვენ მიიღებთ sms/e-mail  შეტყობინებას «შეკვეთა გადაცემულია შესასრულებლად»ანუ, ჩვენ დავიწყეთ თქვენი შეკვეთის შესრულება.

ყურადღება! საქონლის სურათები შეიძლება განსხვავდებოდეს მიწოდებული პროდუქტისგან საქონლის ბუნებრივი წარმოშობის გამო .

ყურადღება! sms/e-mail  შეტყობინების «შეკვეთა გადაცემულია შესასრულებლად» მიღების შემდეგ ჩვენ ვიწყებთ შეკეთის შესრულებას, რის გამოც  შეკვეთაში ცვლილებების შეტანა შეუძლებელი გახდება.

უნდა გაითვალისწინოთ, რომ ყვავილები მალფუჭებადი საქონელია და შეძენილია სპეციალურად თქვენი შეკვეთის შესრულებისთვის .

3.   შეკვეთის გაუქმება.

თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ შეკვეთა ნებისმიერ მომენტში, სანამ ჩვენ არ დავიწყეთ მისი შესრულება, რომ გადავცეთ მიწოდებაზე და დაიბრუნოთ შეკვეთის სრული თანხა. შეკვეთა უნდა გაუქმდეს მიწოდებამდე 5 საათით ადრე. სხვა ქალაქების შეკვეთები 24 საათით ადრე.

პირად კაბინეტში შესაბამისი ინფორმაციის შეტანის შემდეგ, უნდა დაელოდოთ  sms/e-mail  შეტყობინებას «შეკვეთა გაუქმებულია კლიენტის მიერ», რის შემდეგ ჩვენი მენეჯერი დაგიკავშირდებათ პირად კაბინეტში არასანქცირებული წვდომის თავიდან აცილების მიზნით. დასაბრუნებელი თანხა დაგიბრუნდებათ 3 სამუშაო დღეში იმავე მეთოდით იმ ანგარიშებზე, საიდანაც იყო ჩარიცხული შეკვეთისას.

თუ თქვენ გსურთ გააუქმოთ შეკვეთა, იმიტომ რომ საწყობში თქვენი თაიგულისთვის საჭირო ყვავილები არ აღმოჩნდა და თქვენ ითხოვთ თაიგულის კონკრეტულ შემადგენლობას, ჩვენ ასევე დაგიბრუნებთ შეკვეთის მთლიან თანხას.

ყურადღება! შეკვეთის გაუქმება  sms/e-mail  შეტყობინების «შეკვეთა გადაცემულია შესასრულებლად» ან  «შეკვეთა მიწოდების პროცესშია» მიღების შემდეგ –  გამოიწვევს თაიგულში გადახდილი თანხის 100% გამოქვითვას და 20% შეკვეთის დანარჩენ თანხიდან.

ჩვენ ასევე ვერ შევძლებთ დაგიბრუნოთ მთლიანი თანხა, თუ მიწოდების მისამართი იყო მითითებული არასრულად, ან არასწორად, ან მიმღებმა უარი თქვა მიწოდებულ საქონელზე, რაც გახდა თქვენი შეკვეთის შეუსრულებლობის მიზეზად.